logo
ENG



წულუკიანის "საგამოძიებო კომისიას" უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით გაუგრძელდა

28 მაი 202515:14
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/28/eovyqqvte95h8pa.png

"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც წულუკიანის "დროებით საგამოძიებო კომისიას" უფლებამოსილება კიდევ ერთი თვე, 5 ივლისამდე გაუგრძელდა.

შუალედური დასკვნის მიხედვით, კომისია კვლავ იძიებს 2013-2025 წლებში პოლიტიკოსებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო საზიანო ქმედებებს. როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, დოკუმენტური და აუდიო-ვიდეო მასალების სრულფასოვანი ანალიზისთვის დამატებითი დროა საჭირო.

კომისია ივნისის თვეს ძირითადად მტკიცებულებების შესწავლასა და დასკვნის საბოლოო პროექტზე მუშაობას დაუთმობს. სხდომების ნაწილი კი კვლავ ღია ფორმატში გაიმართება.


close დახურვა